top of page
menu-plant-final-menu.png

სიცოცხლის მარცვალი

თემო ბესელია

13 ოქტომბრიდან ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს - 20:00 საათზე.

შემოდგომა ზაფხულში დასვენებისა და მოდუნების შემდეგ, საკუთარ შინაგან სამყაროსთან დაბრუნების, ჩაღრმავების, გააზრებისა და ცვლილებების დროა. სწორედ ამისათვის ლუმოსში მოგიმზადეთ განსაკუთრებული კურსი, რომელსაც გაუძღვება ლუმოსის გამორჩეული ინსტრუქტორი, თემო ბესელია. კურსში მონაწილეობის მიღება არ მოითხოვს რაიმე სახის, მათ შორის, არც ფიზიკურ მომზადებას და განსაკუთრებით დააინტერესებს და სასარგებლო იქნება მათთვის, ვისაც სურს, სიღრმისეულად გაიცნოს საკუთარი შინაგანი სასიცოცხლო ენერგია და დაამყაროს მასთან ჰარმონიული ურთიერთობა.

 

რა პრაქტიკები გელით კურსის განმავლობაში?

ოშოს აქტიური მედიტაციური ტექნიკები;

სხეულზე ორიენტირებული პრაქტიკა - ბიოენერგეტიკა (ემოციურ ჯავშნებზე მუშაობა);

„თავიდან დაბადება“ (სუნთქვის ტექნიკა);

ენერგიის ამაღლების ტანტრული პრაქტიკა;

არტთერაპია - მაკურნებელი მედიტაცია (სატ ნამ რასაიან).

 

კურსი დაიწყება 13 ოქტომბერს და მოიცავს 12 შეხვედრას თვე-ნახევრის განმავლობაში -

ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს - 20:00 საათზე.

კურსის ღირებულებაა - 450 ლარი

 

კურსი საავტოროა და ეფუძნება თემოს 20-წლიანი მედიტაციური თერაპიული პრაქტიკების გაძღოლის გამოცდილებას.

 

თემოს შესახებ:

თემომ იოგას პირადი პრაქტიკა 2002 წელს დაიწყო, გავლილი აქვს კუნდალინი იოგასა და აშთანგა ვინიასა იოგას მასწავლებლობის კურსები მოსკოვში, 2005 წელს კი იოგას კურსი ინდოეთში, ვიჯეი ომარის სკოლაში. თემო ასევე არის რეიკის სამკურნალო მეთოდის ოსტატი. 2016 წლიდან დაინტერესდა ოშოს დინამიური მედიტაციის ტექნიკებით, ჰოლოტროპული სუნთქვისა და სხვა კათარზისული პრაქტიკებით.

ამჟამად თემო ლუმოსში უძღვება 5 სხეულის იოგას კლასს, გარდა ამისა, არის ოშოს დინამიური მედიტაციების, ტანტრული პრაქტიკებისა და მრავალფეროვანი რითრითების ფასილიტატორი. თემოს კლასები გამოირჩევა მრავალფეროვნებით და ჰარმონიულად აერთიანებს როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ და ენერგეტიკულ სხეულთან მუშაობას.

 

რა მიზანს ისახავს კურსი?

 კურსის მთავარი აქცენტი შეკავებული სასიცოცხლო ენერგიის გამოთავისუფლება და ამ უნიკალურ ენერგიასთან სრული ჰარმონიის აღდგენაა, რადგან დაბადებიდან ცხოვრების განმავლობაში ჩვენ უამრავ შემაფერხებელ გამოცდილებას ვაგროვებთ - თითოეული შეკავებული იმპულსი, გამოუხატავი ემოცია და თავსმოხვეული სოციალური კონცეფციები კი ხელს გვიშლის, ვიგრძნოთ ჩვენი შინაგანი სასიცოცხლო ენერგია.

 

კურსის დასრულების შემდეგ:

 

შევძლებთ, გავაცნობიეროთ ეს შემაფერხებელი სტრუქტურები და გავთავისუფლდეთ მათგან;

აღვიდგინოთ შინაგანი სიმშვიდის მდგომარეობა;

განვივითაროთ ინტუიცია, მგრძნობელობა და შინაგანი სიმყარე;

 

კურსის განმავლობაში, თითოეული შეხვედრაზე დავბრუნდებით საწყისებთან ყველა ასაკობრივ ეტაპზე მორგებულ პრაქტიკებით. პროცესს კი დავასრულებთ სიმბოლური „სიკვდილითა“ და თავიდან დაბადებით, რაც იქნება სრულიად ახალი სიცოცხლის დასაწყისი. თუ გსურთ, შეეხოთ ამ საოცარ ძალას, გაათავისუფლოთ წლების განმავლობაში შეკავებული ემოციები და გამოიკვლიოთ საკუთარი ქვეცნობიერი, ეს კურსი თქვენთვისაა. გელოდებით!

 

 

  • გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხეთ დასწრების საფასური:

    კურსის ღირებულებაა - 450 ლარი

    🌱 შესაძლებელია თანხის ორ ეტაპად გადახდა - პირველი ნახევარი 15 სექტემბრამდე - 225 ლარი. მეორე ნახევარი - 13 ნოემბრამდე.
    კურსზე რეგისტრაცია დასრულებულად ითვლება ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის გამოგზავნის შემდეგ.

    გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით თანხის დაბრუნების პირობებს:

    გაითვალისწინეთ, რომ ვორქშოფამდე რეგისტრაციის სამი დღით ადრე გაუქმების შემთხვევაში თანხის უკან დაბრუნება ვერ მოხერხდება, ხოლო ვორქშოფამდე არაუგვიანეს 3 დღით ადრე ჩარიცხული თანხა დაგიბრუნდებათ 50 ლარის გამოკლებით, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ და კურსის ორგანიზების ხარჯებს.

    მიმღები:

    მ.მ ზ.წ

    ანგარიშის ნომერი:

    GE07TB7310345064300113

    ატვირთვა
bottom of page