
.png)
დინამიური მედიტაცია და ბგერითი თერაპია
ნელი აგირბა
24 ოქტომბერი 17:00 - 20:00
🍂 24 ოქტომბერს, შაბათს, 17:00 სააზე ლუმოსში გეპატიჟებით დინამიური მედიტაცია და ბგერითი თერაპიაზე, რომელსაც გაუძღვება მედიტაციისა და პიროვნული განვითარების მასწავლებელი, მუსიკოსი და ბგერით-ვიბრაციული თერაპიის ფასილიტატორი, ნელი აგირბა.
დაუთმეთ დრო საკუთარ თავს დასვენებისთვის, ნერვული სისტემის გადატვირთვისთვის, სიმშვიდისა და გახსენებისთვის
დინამიური მედიტაციის ტექნიკები ადამიანს ეხმარება, ყურადღება გონებიდან სხეულისკენ მიმართოს, ზედმეტი დაძაბულობა გაუშვას და მოდუნდეს, რათა შემდეგ უკეთ იგრძნოს ბგერითი თერაპიის სიკეთეები.
🐚 რატომაა სასარგებლო ბგერით-ვიბრაციული თერაპია?
ბგერითი თერაპია მუშაობს ვიბრაციის, სიხშირეების და რეზონანსის საშუალებით.
✨ კვლევები აჩვენებს, რომ ღრმა რეზონანსული გამოცდილება ხელს უწყობს ტვინის ტალღების აქტიური ბეტა მდგომარეობიდან უფრო მშვიდ ალფა, თეტა ან დელტა მდგომარეობებშიც გადართვას, რაც დაკავშირებულია მედიტაციასთან, ღრმა დასვენებასთან, წვდომასთან და აღდგენასთან.
ხმა ასევე ეხმარება ავტონომიური ნერვული სისტემის დაბალანსებას და ააქტიურებს პარასიმპათიკურ - დასვენება-აღდგენის მდგომარეობას. ხმოვანი ვიბრაციები ფიზიკურად აღწევს ქსოვილებში, კუნთებსა და ძვლებში, რაც ხელს უწყობს მოდუნებას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და დაგროვილ ი დაძაბულობის გამოთავისუფლებას.
✨ კვლევებით დასტურდება, რომ მსგავსი პრაქტიკები ამცირებს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონეს, ააქტიურებს აზოტმჟავის გამომუშავებას, რაც სისხლძარღვების გაფართოებასა და ორგანიზმის მოდუნებას უწყობს ხელს.
✨ რა ეფექტს ვიგრძნობთ ბგერითი თერაპიის შემდეგ?
სტრესისა და შფოთვის შემცირებას;
ძილის ხარისხის გაუმჯობესებას;
ემოციური გათავისუფლებისა და დამიწების შეგრძნებას;
მენტალურ სიცხადესა და ფოკუსს;
ღრმა ფიზიკურ მოდუნებას;
ნერვული სისტემის რეგულაციის მხარდაჭერას;
ეს მოგზაურობა შეიძლება მოიცავდეს როგორც მსუბუქ, ასევე ინტენსიურ მომენტებს.
გონგს, მსუბუქად დაკრულსაც კი, შეუძლია ფსიქიკის ღრმა შრეებში გადაყვანა. ყველაფერი იმისთვის, რომ მოვდუნდეთ, ღრმად დავისვენოთ და საკუთარი არსი მეტად დავაინტეგრიროთ.
სესიის დროს ნელი გამოიყენებს:
გონგს, მეტალისა და კრისტალურ თასებს, არფას, შამანურ და სხვა ეთნიკურ ინსტრუმენტებს.
ხანგრძლივობა: 2,5 საათი.
ფასი: 70 ლარი
დასწრების საფასური:
70 ლარი
🌱 რეგისტრაცია გულისხმობს თანხის სრულად ჩარიცხვას. სამი დღით ადრე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვ ევაში, თანხის უკან დაბრუნება ვერ მოხერხდება. რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა ჩარიცხვის ქვითრის გამოგზავნა.
მიმღები:
ი/მ ნელი აგირბა
ანგარიშის ნომერი:
GE79TB7726645064300118

