

ბგერითი თერაპია გონგით
ნელი აგირბა
14 ივლისი 18:00 - 20:00;
14 ივლისს, სამშაბათს, 18:00 სააზე ლუმოსში გეპატიჟებით ბგერითი თერაპიაზე, რომელსაც გაუძღვება მედიტაციისა და პიროვნული განვითარების მასწავლებელი, მუსიკოსი და ბგერით-ვიბრაციული თერაპიის ფასილიტატორი, ნელი აგირბა.
დაუთმეთ დრო საკუთარ თავს დასვენებისთვის, ნერვული სისტემის გადატვირთვისთვის, სიმშვიდისა და გახსენებისთვის.
🫖სესია დაიწყება სამხრეთამერიკული და შორეული აღმოსავლეთის მცენარეების სამედიტაციო ჩაის ცერემონიით ფიზი ოლოგიური მომზადებისა და ყურადღების ცენტრირებისათვის.
💠რატომაა სასარგებლო ბგერით-ვიბრაციული თერაპია?
ბგერითი თერაპია მუშაობს ვიბრაციის, სიხშირეების და რეზონანსის საშუალებით.
💠 კვლევები აჩვენებს, რომ ღრმა რეზონანსული გამოცდილება ხელს უწყობს ტვინის ტალღების აქტიური ბეტა მდგომარეობიდან უფრო მშვიდ ალფა, თეტა ან დელტა მდგომარეობებშიც გადართვას, რაც დაკავშირებულია მედიტაციასთან, ღრმა დასვენებასთან, წვდომასთან და აღდგენასთან.
🎶 ხმა ასევე ეხმარება ავტონომიური ნერვული სისტემის დაბალანსებას და ააქტიურებს პარასიმპათიკურ - დასვენება-აღდგენის მდგომარეობას. ხმოვანი ვიბრაციები ფიზიკურად აღწევს ქსოვილებში, კუნთებსა და ძვლებში, რაც ხელს უწყობს მოდუნებას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და დაგროვილი დაძაბულობის გამოთავისუფლებას.
კვლევებით დასტურდება, რომ მსგავსი პრაქტიკები ამცირებს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონეს, ააქტიურებს აზოტმჟავის გამომუშავებას, რაც სისხლძარღვების გაფართოებასა და ორგანიზმ ის მოდუნებას უწყობს ხელს.
რა ეფექტს ვიგრძნობთ ბგერითი თერაპიის შემდეგ?
✨ სტრესისა და შფოთვის შემცირებას;
✨ ძილის ხარისხის გაუმჯობესებას;
✨ ემოციური გათავისუფლებისა და დამიწების შეგრძნებას;
✨ მენტალურ სიცხადესა და ფოკუსს;
✨ ღრმა ფიზიკურ მოდუნებას;
ნერვული სისტემის რეგულაციის მხარდაჭერას;
ეს მოგზაურობა შეიძლება მოიცავდეს როგორც მსუბუქ, ასევე ინტენსიურ მომენტებს.
გონგს, მსუბუქად დაკრულსაც კი, შეუძლია ფსიქიკის ღრმა შრეებში გადაყვანა. ყველაფერი იმისთვის, რომ მოვდუნდეთ, ღრმად დავისვენოთ და საკუთარი არსი მეტად დავაინტეგრიროთ.
🌀 სესიის დროს ნელი გამოიყენებს:
გონგს, მეტალისა და კრისტალურ თასებს, არფას, შამანურ და სხვა ეთნიკურ ინსტრუმენტებს.
ხანგრძლივობა: 90 წუთი.
გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხეთ დასწრების საფასური:
70 ლარი
🌱 რეგისტრაცია გულისხმობს თანხის სრულად ჩარიცხვას. სამი დღით ადრე რეგისტრაციი ს გაუქმების შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნება ვერ მოხერხდება. რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა ჩარიცხვის ქვითრის გამოგზავნა.
მიმღები:
ი/მ ნელი აგირბა
ანგარიშის ნომერი:
GE79TB7726645064300118

