

სივრცე ჩვენ შორის - სადაც ქალები და კაცები ხვდებიან ერთმანეთს
ეკატა&იურგენი
30 ნოემბერი
30 ნოემბერს, კვირას, ლუმოსში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გეპატიჟებით ვორქშოფზე, სახელწოდებით „სივრცე ჩვენ შორის - სადაც ქალები და კაცები ხვდებიან ერთმანეთს.“ ვორქშოფს გაუძღვებიან ეკატა და იურგენი.
რა გველის რვასაათიან ვორქშოფზე, ეკატა თავად გვიამბობს:
ვორქშოფის მიზანია, შევქმნათ დაცული, ნდობით გაჯერებული სივრცე, სადაც ერთმანეთს მოვუსმენთ და დავინახავთ.
❣︎ შეხვედრის პირველ ნაწილში ქალები და კაცები ცალ-ცალკე ჯგუფებში იმუშავებენ. ისინი სხვადასხვანაირი, ხალისიანი და სიღრმისეული აქტივობებით გამოიკვლევენ და ჩაეძიებიან ამ ერთობას.
❣︎ მეორე ნაწილში კი ორივე ჯგუფი გაერთიანდება და ერთობლივი ძალებით შევქმნით სივრცეს გულწრფელი გაზიარებისა და ნდობისთვის.
ეს არ არის წყვილების ვორქშოფი (თუმცა, რა თქმა უნდა, დასწრება შეუძლიათ წყვილებსაც), აქ არ ვიკვლევთ ინდივიდუალურ ურთიერთობებს.
ვისთვისაა განკუთვნილი ეს ვორქშოფი?
⚛︎ ვისაც აინტერესებს კაცებსა და ქალებს შორის არსებული სივრცის დინამიკა;
⚛︎ უყვარს სიღრმისეული საუბრები და ექსპერიმენტული
⚛︎ გაცნობიერებები;
⚛︎ სურს, იგრძნოს კავშირი საკუთარ თავსა და სხვებთან;
⚛︎ ღიაა მოსმენისთვის, შეგრძნებისა და გაზიარებისთვის;
☘︎ შეხვედრაზე დასწრების ღირებულებაა: 180 ლარი.
☘︎ წყვილებისათვის: 300 ლარი.
☘︎ ვორქშოფზე რეგისტრაცია გულისხმობს ღირებულების 50%-ის გადახდას.
☘︎ 26 ნოემბრის შემდეგ თანხის დაბრუნება ვერ მოხერხდება
შეხვედრის სასაუბრო ენა იქნება ინგლისურ-ქართული. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა მოსმენის და გაგების დონეზე, თუმცა თქვენი სათქმელის ჩამოყალიბება, სურვილის შემთხვევაში,ქართულ ენაზე შეგიძლიათ.
ეკატასა და იურგენის შესახებ:
ეკატა 8 წელზე მეტი ხანია, უძღვება ქალთა გასვლით მოგზაურობას, “შენShe”, რომელშიც 100 ქალზე მეტი მონაწილე ჰყავს. ასევე ატარებს თავისუფალი ცეკვის შეკრებების სერიას „Monkey Dance“ და სხვა მრავალფერ შეხვედრებს ლუმოსში თუ მის გარეთ.
იურგენი მაძიებელი და მკურნალია. ის ფსიქოლოგიური კონსულტაციებისა და სისტემური განლაგებების მეშვეობით ეხმარება ადამიანებს, იპოვონ თავიანთი გზა და მიმართულება. იურგენი წლების განმავლობაში ატარებს გასვლით შეკრებებს ავსტრიაში, სახელწოდებით „გმირის გზა“, რომელიც გულისხმობს მოზარდი ბიჭების კაცობაში ინიციაციას. ასევე უძღვება სხვადასხვა ფორმატისა და ხანგრძლივობის „კაცების წრეებს“
გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხეთ დასწრების საფასური:
180 ლარი
მიმღები:
ანგარიშის ნომერი:

