top of page
menu-plant-final-menu.png

სხეულზე ორიენტირებული თერაპიული ტექნიკების სამდღიანი ვორქშოფების სერია

დევარაჟ სანდბერგი

5,6,7 დეკემბერი

5, 6 და 7 დეკემბერს, ლუმოსში, გეპატიჟებით სხეულზე ორიენტირებული თერაპიული ტექნიკების სამდღიანი ვორქშოფების სერიაზე, რომელსაც გაუძღვება ცნობილი ბრიტანელი სხეულზე ორიენტირებული თერაპევტი, დევარაჟ სანდბერგი.


დევი 20 წელზე მეტია რაც ინტენსიურ თერაპიულ ვორქშოფებს უძღვება მსოფლიოს გარშემო, არის რამდენიმე სხეულზე ორიენტირებული თერაპიის წიგნის ავტორი.


ვისთვისაა განკუთვნილი ვორქშოფების სერია?


მათთვის, ვისაც სურს სიღრმისეული ცვლილებები ცხოვრებაში და მზადაა, იმუშაოს საკუთარ სხეულზე, რადგან ჩვენი სხეული ინახავს ტრავმებსა და წარსულ გამოცდილებებს. სხეულთან მუშაობის პროცესი ინტენსიურია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, ვორქშოფში მონაწილეობის მსურველებს ჰქონდეთ მზაობა ახალი, ძლიერი გამოცდილებების მისაღებად, რომლებიც ხშირად სპონტანური და მოულოდნელობებით აღსავსეა.


ვორქშოფების სერია დაეთმობა სხეულზე დაფუძნებული თერაპიის 5 სხვადასხვა ტექნიკის შესწავლას ისე, ვორქშოფის დასრულების შემდგომ დამოუკიდებლად, სახლშიც შეძლოთ მათი გამოყენება.

როგორ გამოიყურება ვორქშოფების სამუშაო განრიგი?


პარასკევი საღამო: მუშაობა ბაზისური ემოციების გამოხატვაზე ჯიბერიშის, კანკალის, ცეკვისა და სხვა მსგავსი ტექნიკების გამოყენებით.


შაბათი დილა: ბიოენერგეტიკული ტექნიკის შესწავლა - სხეულის პოზის, სუნთქვისა და შეგრძნების საშუალებით პატერნებსა და ენერგეტიკულ ბლოკებზე მუშაობა.

შაბათი შუადღე: რაიხიანული ჯავშნების სეგმენტებისა და მენჯის არის დამუშავება - სხვადასხვა პრაქტიკის მეშვეობით ვიმუშავებთ ვილჰელმ რაიხის მიხედვით ჯავშნების სისტემაზე, რომელიც განლაგებულია სხეულში.


კვირა დილა: ნეგატიური ემოციების გამოხატვა - ვიმუშავებთ ბრაზისა და სხვა ნეგატიური ემოციების გამოხატვაზე.

კვირა შუადღე: ხელახლა დაბადება - სუნთქვის ეს ტექნიკა გულისხმობს ღრმა სუნთქვას. სხეულში გამოწვეული შეგრძნებები გვაბრუნებს მუცლადყოფნის მდგომარეობაში, ამ დროს კი ბუნებრივად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ვთავისუფლდებით ტრავმებისგან.

ვორქშოფები ჩატარდება:


5 დეკემბერს 19:00-21:00 საათზე;


6-7 დეკემბერს, 11:00-18:00 საათზე;

ღირებულება:


3 დღე - 380 ლარი


მხოლოდ პარასკევი - 70 ლარი


რეგისტრაცია გულისხმობს თანხის მთლიანად გადახდას

1 დეკემბრის შემდეგ გაუქმების შემთხვევაში თანხა უკან ვერ დაბრუნდება.


დევის ჩენელ არხი იუთუბზე:

https://www.youtube.com/@DevarajSandberg

  • გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხეთ დასწრების საფასური:

    380 ლარი

    მიმღები:

    ანგარიშის ნომერი:

    ატვირთვა
bottom of page