
.png)
ტაი ჩისა და ციგუნის რითრითი ნუნისში
იუ რი და თეო
23, 24 და 25 ოქტომბერი
🍃 23, 24 და 25 ოქტომბერს ლუმოსი გეპატიჟებათ ნუნისში, სამდღიანი დაოსური პრაქტიკების რითრითზე, რომელსაც გაუძღვებიან იური ლომიძე, ლუმოსის ტაი ჩისა და ციგუნის უხუცესი ოსტატი და თეონა შალამბერიძე, ციგუნისა და ტაი ჩის ინსტრუქტორი.
💚 ბუნებაში დაოსური დინამიური მედიტაციების შეგრძნება და ათვისება უფრო მარტივია, ამიტომ ეს რითრითი საუკეთესო პირველი ნაბიჯი იქნება მათთვის, ვისაც ჯერ არ უცდია, მაგრამ აქვს სურვილი, შეიგრძნოს ამ გამორჩეული აღმოსავლური პრაქტიკების სიკეთეები.
✨ ნუნისი ლუმოსისთვის გამორჩეული ადგილია, ჩვენი რითრითრების უმრავლესობას სწორედ ამ ნაძვნარში ჩაფლულმა სასტუმრომ უმასპინძლა და თავისი ენერგეტიკული სიძლიერით დაგვეხმარა ბუნებასა და საკუთარ თავთან ღრმა კავშირის აღდგენაში. https://www.facebook.com/NunisiResort
🌟რა გელით რითრითზე?
🌿დილას დავიწყებთ ციგუნით - რბილი, ნელი, მარტივი მოძრაობებით, რომლებიც ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აღადგენს ენერგეტიკულ ბალანსს და გვამზადებს დღისათვის.
შუადღესა და საღამოს გვექნება ტაი ჩი - მოძრაობა მედიტაციაში, სადაც სხეული და სუნთქვა ერთ რიტმში ერთიანდება.
🍃დაოსური პრაქტიკები, ერთი შეხედვით, მარტივი და ჰაეროვანია და პირველივე ვარჯიშზე იგრძნობა:
🔹ენერგიის მოზღვავება;
🔹განწყობის გაუმჯობესება;
🔹სხეულისა და გონების დაბალანსება;
🔹ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავების გაადვილება;
🔹დამოუკიდებელი პრაქტიკის სურვილი.
🌀რითრითი მორგებულია როგორ გამოცდილ, ასევე სრულიად დამწყებ პრაქტიკოსებზე და მონაწილეობის მისაღებად არ მოითხოვს არანაირ წინასწარ მომზადებას.
🌱რითრითზე ასევე გვექნება:
ენერგეტიკული წერტილების (აკუპრესურის) ვორქშოფი, რომლის დროსაც ვისწავლით, როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავსა და სხვებს ტკივილისა და სტრესული სიტუაციების დროს;
როგორ გავუმკლავდეთ დაღლილობასა და უენერგიობას;
როგორ შევიმსუბუქოთ სხვადასხვა ორგანოების დისკომფორტი;
ვიმუშავებთ სტატიკურ მედიტაციასა და მოდუნებაში - ღრმა მოდუნებისა და აღდგენისათვის;
ვისეირნებთ ტყეში და შევასრულებთ სუნთქვით სავარჯიშოებს;
გავატარებთ დროს საკუთარ თავთან;
რითრითის ღირებულება: 560 ლარი
შესაძლებელია თანხის ორ ეტაპად გადახდა - პირველი ნახევარი 15 სექტემბრამდე - 280 ლარი. მეორე ნახევარი - 15 ოქტომბრამდე.
15 ოქტომბრამდე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში გადახდილი თანხა დაგიბრუნდებათ სრულად 50 ლარის, ადმინისტრაციული და ორგანიზების ხარჯის, გამოკლებით.
15 ოქტომბრის შემდეგ გადახდილი თანხის დაბრუნება ვერ მოხერხდება.
🪷ღირებულებაში შედის:
▫️დაბინავება სასტუმროში;
▫️კვება;
▫️ყველა პრაქტიკაზე დასწრება;
▫️მგზავრობა: თბილისიდან ყველანი ერთად გავემგზავრებით მატარებლით, რაც ლუმოსის ნუნისში რითრითების სახალისო და რიტუალური ნაწილია, სადგურზე დაგვხვდება მიკროავტობუსი და მიგვაცილებს სანატორიუმამდე, ბოლოს კი სასტუმრომდე გადაგვიყვანს საბაგირო.
გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხეთ დასწრების საფასური:
560 ლარი
🌱 შესაძლებელია თანხის ორ ეტაპად გადახდა - პირველი ნახევარი 15 სექტემბრა მდე - 280 ლარი. მეორე ნახევარი - 15 ოქტომბრამდე.
15 ოქტომბრამდე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში გადახდილი თანხა დაგიბრუნდებათ სრულად 50 ლარის, ადმინისტრაციული და ორგანიზების ხარჯის, გამოკლებით.
15 ოქტომბრის შემდეგ გადახდილი თანხის დაბრუნება ვერ მოხერხდება.მიმღები:
მ.მ ზ.წ
ანგარიშის ნომერი:
GE07TB7310345064300113

