top of page
menu-plant-final-menu.png

იოგა ინდოეთის შუაგულიდან

ვასუ

ღია გაკვეთილი: 16 თებერვალი, 19:30- 20:30
კურსი: 20 თებერვლიდან 18 მარტამდე

იოგას სამშობლოში, რიშიკეშში დაბადებული ვასუ, რომელმაც იოგას შესწავლა ბავშვობიდანვე დაიწყო, ლუმოსში ახალ, უნიკალურ კურსს გვთავაზობს.

ეს არის დაბალანსებული იოგას კურსი დამწყებთათვის, რომლის მიზანია საკუთარი პრაქტიკის მიმართ მეტი ნდობის, სტაბილურობისა და სხეულის ცნობიერების განვითარება. კურსის განმავლობაში ტრადიციული ინდური დისციპლინის თანხლებით თანამედროვეობაზე მორგებულ ვარჯიშებს შეისწავლით.


კურსი აერთიანებს მოძრაობას, სუნთქვასა და მოდუნებას ერთიან, ლოგიკურ სტრუქტურაში. პრაქტიკის დროს იმუშავებთ როგორც ფიზიკურ, ისე ენერგეტიკულ დონეზე - ყურადღებით, უსაფრთხოდ და თანმიმდევრულად.


რას მოიცავს კურსი:


ზურგის მოხრები (Backbends) — სწორი სტრუქტურით, სწორებითა და აქტივაციით;


წინ მოხრები (Forward bends) — სიღრმისეული გაწელვითა და შინაგან სიმშვიდეში კონცენტრირებით;


მედიტაცია, სუნთქვითი მუშაობა და რელაქსაცია;

ზურგის მოხრები გაწელავს სხეულის წინა ნაწილს, ხსნის გულმკერდს და ათავისუფლებს ენერგიას. სწორად შესრულებული პრაქტიკა ააქტიურებს ჰაერის ელემენტს (Vayu), ქმნის მეტ სივრცეს სუნთქვისთვის და აღვიძეც იდეალური საფუძველია საბოლოო მედიტაციისბს სიცოცხლის ენერგიას — პრანას.


წინ მოხრები გაწელავს სხეულის უკანა ნაწილს და ხელს უწყობს ღრმა მოდუნებას. ისინი ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ააქტიურებს მიწის ელემენტს (Prithivi), რაც პრაქტიკაში სტაბილურობასა და შინაგან კონტაქტს აძლიერებს.


ზურგისა და წინ მოხრების დაბალანსებული, ღრმა პრაქტიკა ქმნის ნერვული სისტემის ჰარმონიზაციას - რაა და რელაქსაციისთვის.


კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც ეძებს უსაფრთხო, გააზრებულ და სიღრმისეულ შესავალს იოგას პრაქტიკაში.


წინასწარი გამოცდილება ან მოქნილობა საჭირო არ არის.


უფასო ღია გაკვეთილი: 16 თებერვალი 19:30- 20:30 სთ

  • გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხეთ დასწრების საფასური:

    230 ლარი

    რეგისტრაცია გულისხმობს პრაქტიკაზე დასწრების ღირებულების 50%-ის, 115 ლარის, გადახდას. დარჩენილი ნაწილის სრულად გადახდა ხდება ღონისძიებამდე არაუგვიანეს 1 კვირისა.

    2 თებერვლამდე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში გადახდილი თანხა დაგიბრუნდებათ ადმინისტრაციული ხარჯის, 50 ლარის, გამოკლებით.

    2 თებერვლის შემდეგ რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში თანხის დაბრუნება ვერ მოხერხდება.

    მიმღები:

    შპს იოჯი

    ანგარიშის ნომერი:

    GE30TB7898736080100015

    ატვირთვა
bottom of page