top of page
menu-plant-final-menu.png

ბგერითი თერაპია

ნელი აგირბა

14 ივნისი 18:00 - 21:00

14 ივნისს, შაბათს, 18:00 საათზე ლუმოსში გეპატიჟებით ბგერითი თერაპიის სესიაზე, რომელსაც გაუძღვება ნელი აგირბა, მედიტაციის მასწავლებელი, მუსიკოსი, მუსიკოთერაპიისა და ბგერით-ვიბრაციული თერაპიის პრაქტიკოსი.

ბგერითი თერაპიის სესიაზე დასწრების ღირებულებაა: 50 ლარი

რა გველის ინტენსიური ბგერითი თერაპიის სესიაზე? ამაზე ნელი თავად მოგვიყვება:

„შეხვედრის მიზანი არის დასვენება და ნერვული სისტემის გადაყვანა მოდუნების რეჟიმში და, ამგვარად თვითგანკურნების პროცესის დაწყება ფიზიკურ, ემოციურ და გარკვეულწილად, მენტალურ დონეზე. თუ პროცესში ღრმად შესვლას გადაწყვეტთ, უფრო მეტი მინდობით შესაძლებელია განწმენდა, საკუთარი არსის გახსენება, გაცხადებები, ძალის აღდგენა და ცნობიერების ვიბრაციული სიხშირის მნიშვნელოვნად გადართვაც. ამ პროცესში მე გაგიწევთ მეგზურობას.“

ბგერითი თერაპიის პროცესში დაგვეხმარება სხვადასხვა სიხშირისა და თავისებურების ინსტრუმენტები -


გონგები;


თასები;


არფა;


სამხრეთ ამერიკისა და აზიის ეთნიკური ინსტრუმენტები.

რა გავითვალისწინოთ ბგერითი თერაპიის სესიამდე?

არ მიიღოთ ალკოჰოლი და ხორცი;


არ იკვებოთ შეხვედრამდე 2 საათით ადრე;


სასურველია, თუ გექნებათ მცირე შესვენება გარე ინფორმაციისგან, რამდენადაც ეს შესაძლებელია, თუნდაც 1 საათით ადრე შეხვედრამდე;


ჩაიცვით მოხერხებული, სასურველია, ბუნებრივი ქსოვილის სამოსი;


თან იქონიოთ ბლოკნოტი და კალამი სესიის შემდგომი რეფლექციისთვის.

bottom of page