top of page
menu-plant-final-menu.png

ბუტო - ექსპერიმენტული მოძრაობითი მოგზაურობა

ადამ კოანი

26 მაისი 19:30 - 21:30

26 მაისს, ორშაბათს, 19:30 საათზე ლუმოსში გეპატიჟებით ბუტოს ორსაათიან ვორქშოფზე, რომელსაც გაუძღვება ბუტოს არტისტი, ადამ კოენი აშშ-დან.

ვორქშოფზე დასწრების ღირებულებაა: 30 ლარი

ვორქშოფზე დასწრება შეუძლია ყველას - ახალბედებსაც და მათაც, ვისაც უკვე აქვს გამოცდილება მსგავს მოძრაობით პრაქტიკებში.

ადამი ამერიკელი ბუტოს არტისტია, რომელიც 2013 წლიდან ასწავლის ბუტოს ევროპაში, აშშ-ში, მექსიკასა და ინდოეთში. თბილისს 2022 წლიდან მოყოლებული რამდენჯერმე ეწვია ბუტოს გასაზიარებლად. ადამი ავტორია Shadowbody Butoh Manual-ის პროგრამისა და ბუტოს სწავლების მეთოდოლოგიის, სახელწოდებით Theokinesis.

რა არის ბუტო?

ბუტო ექსპერიმენტული საცეკვაო თეატრის ფორმაა, რომელიც იაპონიაში 1959 წელს შექმნა კაზუო ონომ და ტაცუმი ჰიჯიკატამ. ბუტოს მიზანია, გაგვათავისუფლოს სხეულის ჩვევებისგან და გამოაღვიძოს ღრმა შინაგანი რეზონანსი როგორც სხეულში, ასევე ჩვენს გარშემო არსებულ გარემოში.


ექსპერიმენტულ მოძრაობითი მოგზაურობა ორი ნაწილისგან შედგება:

პირველი ნაწილი – ბუტოსა და ნოგუჩი ტაისოს გახურება და სხეულის მომზადება.

მეორე ნაწილი – საიტ-სპეციფიკური მუშაობა ლუმოსის წინ მდებარე პარკში ბუტოს იმპროვიზაციის ფორმით, სახელწოდებით „სპონტანური შესრულების პროცესი“ (SPP)იის ფორმით, სახელწოდებით „სპონტანური შესრულების პროცესი“ (SPP)

bottom of page