

სალექციო კურსი - „სულის მოგზაურობა ღმერთიდან მატერიაში და უკან“
იმმა
24 მაისი 16:00
შაბათს, 24 მაისს, 16:00 საათზე ლუმოსში გეპატიჟებით იმმას სალექციო კურსის, სახელწოდებით „სულის მოგზაურობა ღმერთიდან მატერიაში და უკან“, მეორე ლექციაზე, რომელიც ეფუძნება მიქაელ მთავარანგელოზისგან გადმოცემულ სწავლებას და თავმოყრილია ოთხტომეულში „გნოზისი, ანუ ანგელოზის გული“.
სალექციო კურსი მოიცავს 10 შეხვედრას და გაიმართება ყოველ შაბათს, 16:00 საათზე ლუმოსში.
ლექციაზე დასწრების ღირებულებაა: 20 ლარი;
ღირებულება მოიაზრებს მხოლოდ ადმინისტრაციულ და შეხვედრის ორგანიზების ხარჯებს, მაგრამ თუ არ გაქვთ თანხის გადახდის შესაძლებლობა, შეხვედრაზე დასწრებას მაინც შეძლებ თ, უბრალოდ მოგვწერეთ ამის შესახებ რეგისტრაციის დროს.
ლექციაზე განხილული იქნება თემები:
როგორ შეიქმნა სამყარო;
მარტივი რიცხვი-ალგორითმები სამყაროს მატრიცაში; კოსმოსისა და ცნობიერების დონეები;
სალექციო კურსის მიზნებია:
•კოსმოსური ევოლუციის ეზოთერიკული პრინციპების გაგება და ახსნა;
•უძველესი მითებისა და ტექსტების თანამედროვე სამეცნიერო თეორიებთან მიმართები თ გაანალიზება;
•მატერიასა და ცნობიერებას შორის კავშირის განსაზღვრა.
•არსებობის ფრაქტალური და ციკლური ბუნების გაცნობიერება;
•მეტაფიზიკური კონცეფციების ინტეგრირება ყოველდღიურობის მატერიალისტურ მსოფლმხედველობაში;
•სულის მატერიაში ჩამოსვლის გზებისა და მიზნების ჩამოყალიბება;
•სამყაროთა შექმნისა და მოწყობის ძირითადი პრინციპების გაცნობიერება;
•ნათელი და ბნელი იერარქიების გარჩევა, მათი სტრუქტურისა და ჩამოყალიბების ისტორია;
•აღქმა და პრაქტიკაში განხორციელება:
•„ღმერთის წინაშე სიარული“;
•ღმერთის თანაყოფნაში ცხოვრება;
•მატერიალური, მაგიური და სულიერი სწავლებების განსხვავება და მათი პოზიტიური და ნეგატიური გავლენების გაანალიზება;
•უკეთესი გარჩევადობის გამომუშავება სინათლისა და ჩრდილის გამოვლინებებში;
•ბოროტებისა და სიკეთის კონცეფციების სწორად შეფასება ადამიანების, დემონებისა და ღვთაებრივი არსებების პოზიციიდან;
• დავითის ვარსკვლავის ტექნიკის თეორიულად ათვისება და პრაქტიკულად განხორციელება:
•მიწიერი “მე“-ს სულთან შეერთება;
•სულის ღმერთთან დაკა ვშირება;
•ღვთაებრივი ცნობიერების დონეებისა და მათთან თანაყოფნით ცხოვრების პრაქტიკული საქმიანობით განცდა;
•ღვთისშვილის ცნობიერების, როგორც საბოლოო სულიერი მიზნის განვითარება;
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ კურსის სილაბუსს.