
საგაზაფხულო შეთავაზებები
აქტიური იოგას ვარჯიშით სხეულის დინამიკაში მოყვანა და კუნთების გაწელვა - ესაა ის, რაც მეტი ენერგიის მიღებასა და შემდეგ გარემოსთან ბალანსში გვეხმარება. ვასუს 25 წლიანი გამოცდილება აქვს იოგურ პრაქტიკაში, მას დიდი ენერგია და ჰარმონია შემოაქვს ლუმოსის შუადღის ჯგუფებთან.
კლასი აერთიანებს იოგას რამდენიმე მიმართულებას და საშუალებას იძლევა, ინდივიდუალურად მოერგოს დამწყებ თუ გამოცდილ მოვარჯიშეებს. ირინა გამოცდილი და ყურადღებიანი მასწავლებელია, 15 წლიანი სწავლების გამოცდილებით
ციგუნი უძველესი დაოსური ენერგეტიკული პრაქტიკა, რომელიც, იოგასგან განსხვავებით, არ მოითხოვს ძალისხმევას. მოძრაობები ჰაეროვანი, მშვიდი და მედიტაციურია, რის გამოც ასაკობრივი ზღვარი შეუზღუდავია. ციგუნი აგავსებთ სასიცოცხლო ენერგიით .
მსგავსი მიდგომა საწინდარია იმისა, რომ გარკვეული გამოცდილების შემდგომ მოვარჯიშემ თვითონ დაგეგმოს საკუთარი პრაქტიკა თავისი ნების, განწყობისა და არსებული ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით და სახლის პირობებშიც ივარჯიშოს.







